ანრი ოხანაშვილი: არ შეიძლება, ამნისტიას დაექვემდებაროს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა
“ჩვენი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, ასევე, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ამნისტიას დაექვემდებაროს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.
„ნებისმიერი დარღვევას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონდარღვევა, შეეხება ამნისტია – გარდა იმ წითელი ხაზისა, რაზეც ჩვენ ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთობლივად შევთანხმდით. არ შეიძლება, ამნისტიას დაექვემდებაროს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, როგორც ეს არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, პრიმა, ტერცია მუხლები. თუ დადასტურდა, რომ ვინმემ მიზანმიმართულად, განზრახ ან დავალება გასცა, ან ვინმემ ეს შეასრულა და ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაუზიანდა ვინმეს, ან სმენა დაუქვეითდა, თვალი დაკარგა და ა.შ. ასეთ პირებს ამნისტია არასდროს შეეხებათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.