ბადრი ჯაფარიძე: დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიცაა დაზარალებულის თანხმობა

“ჩვენ შევიტანთ და დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის დაზარალებულის თანხმობა”,  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამნისტიის კანონი გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე, ის გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავენი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არცერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები