ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, რომ 5 მაისიდან გაიხსნას რეგისტრაცია AstraZeneca-ს მეორე დოზისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრში შიდა კონსულტაციები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა დაიწყოს AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.

„ვფიქრობთ, რომ 5 მაისიდან გაიხსნას რეგისტრაცია პორტალზე მეორე დოზისთვის და 10 მაისიდან დაიწყოს მსურველებისთვის, ვისაც უნდა ამ პერიოდში – 10 მაისიდან დაწყებული შემდგომი 12 კვირის ფარგლებში, როცა ექნებათ სურვილი, ჩაეწერონ და ჩაიტარონ მეორე დოზით რევაქცინაცია. ჩვენ ამ მოსაზრებებს (ჯანდაცვის) სამინისტროში წარვადგენთ და ვფიქრობ, რომ იმუნიზაციის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი – 30 მარტიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები