ნიკოლოზ მჭედლიშვილი – ნიკა მელიაზე: ამ ვაჟბატონს აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა, ამიტომაც მოიმიზეზა “ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება” და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა

“ამ ვაჟბატონს აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა, ამიტომაც მოიმიზეზა “ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება” და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერზე, ნიკა მელიაზე სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა მელია, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად “გაიხლართა” ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში.

თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა.

ხოდა, ამიტომაც მოიმიზეზა “ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება” და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა. უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე.

ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს.

არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს.

გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო!

თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილი ლიდერია ოპოზიციის”, – წერს მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები