იაგო ხვიჩია: იმ დანაშაულებზე, სადაც დაზარალებულის აზრი მართლა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, მაკო გომურის შემთხვევის მსგავსს, საერთოდ არ უნდა შევახოთ ამნისტია

“იმ დანაშაულებზე, სადაც დაზარალებულის აზრი მართლა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, მაკო გომურის შემთხვევის მსგავსს, საერთოდ არ უნდა შევახოთ ამნისტია და არც დაზარალებულს არ უნდა მოვთხოვოთ რამის გაკეთება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, იაგო ხვიჩიას შეფასებით, დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერით დამატებითი კონფლიქტის წყარო გაჩნდება.

„ნიკა მელიას ქმედებითაც ფორმალურად ვიღაც არის დაზარალებული, ვთქვათ, პოლიციელი და ჩვენ ნიკა მელიას ამნისტია შევახოთ და მოვითხოვოთ დაზარალებული პოლიციელების თანხმობა, კიდევ დამატებითი კონფლიქტის გაღვივების წყაროს გავაჩენთ.

ჩემი აზრით, ჩვენ იმ დანაშაულებზე, სადაც დაზარალებულის აზრი მართლა მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, მაკო გომურის შემთხვევის მსგავსს, სადაც ადამიანებს მძიმე ფიზიკური ზიანი მიადგათ, ამ შემთხვევებს საერთოდ არ უნდა შევახოთ ამნისტია და არც დაზარალებულს არ უნდა მოვთხოვოთ რამის გაკეთება. თუ უნდა, ისე აპატიოს, მაგრამ სხვა ადამიანებს, ვისაც რაღაც მოარტყეს თავში, ერთმანეთი რომ გალახეს ადამიანებმა, ეგ ნაწილი უნდა მივუტევოთ, ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები