ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ეს იქნება შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ეს შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება.

“თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, რომელიც იქნება შესაბამისობაში იმ დოკუმენტთან, რომელსაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, არის მარტივი ლოგიკა ამაში”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები