“ჟურნალისტები მწერენ, სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
,,ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.