მიხეილ სარჯველაძე: სჯობს, რომ შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით, ეს არის სწორი გზა

“სჯობს, რომ შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით, ეს არის სწორი გზა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციის ნაწილი ყველა ღონეს იხმარდა,  ეს შეთანხმება არ შესრულდეს.

„როგორც არის შეთანხმებით განსაზღვრული, ყველამ (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა მელია მოიაზრება) სჯობს, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით. ეს არის სწორი გზა. სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციის მხარეს იქნებიან ადამიანები, რომელსაც ამის სურვილი არ ექნებათ და ყველა ღონეს იხმარენ, რომ როგორმე ეს შეთანხმება არ შესრულდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები