ალეკო ელისაშვილი: ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში – რაღაც გაუგებარი „საწოლფონდი” და მსგავსი

„ეკატერინე ტიკარაძესთან მთავარი კითხვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვექნება”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტიკარაძემ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, თავი შეირცხვინა.

„მთავარი კითხვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვექნება. გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა. ასე პორცია-პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში – რაღაც გაუგებარი “საწოლფონდი” და მსგავსი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები