კახა კუჭავა: ჩვენი მთავარი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

“ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას მისცემს ქვეყანას.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ ყოვლისა, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონალური კონტექსტი“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები