კახა კუჭავა: საზოგადოების პოლარიზებასა და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საზოგადოების პოლარიზებასა და დაპირისპირებას ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია.

კუჭავა იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ის პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან, რომლებიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, – საზოგადოების პოლარიზებასა და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხისა და ქვეყნის ინტერესები.

მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები