აშშ-თან, უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთმა საქართველო არამეგობარი ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსეთი არამეგობარი ქვეყნების სიას ადგენს, რომელშიც, მაღალი ალბათობით, მოხვდება აშშ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ამასთანავე, რუსული გამოცემისთვის, “იზვესტია”-სთვის ცნობილი გახდა, რომ სია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება, რომელშიც შეერთებული შტატების გარდა 10-მდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოც.
კერძოდ, ეს ქვეყნებია: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი, აშშ.
როგორც გამოცემის წყარომ განმარტა, “სია საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. მუშაობა მიმდინარეობს. უბრალოდ “არამეგობრულ სიაში” არავის შეიყვანენ. ასევე, ჯერჯერობით, მომზადების სტადიაზეა ის, თუ როგორ იმუშავებს ეს სია”.