ალეკო ელისაშვილი: სულ არ მაინტერესებს, მელია იქედან გაზეთ „პრავდაში“ რა დირექტივებს აქვეყნებს, რას დავუჭერთ მხარს და რას არა, ამას ჩვენ გადავწყვეტთ
“სულ არ მაინტერესებს, მელია იქედან გაზეთ „პრავდაში“ რა დირექტივებს აქვეყნებს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტია გადაწყვეტს, რას დაუჭერს მხარს.
„ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ. სულ არ მაინტერესებს, მელია იქედან გაზეთ „პრავდაში“ რა დირექტივებს აქვეყნებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ციხიდან განცხადება გაავრცელა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.