შალვა პაპუაშვილი: არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება

“არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის მიზანია წარსულის გადაფურცვლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია და ამისთვის ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, მათ შორის, დადებული შეთანხმების აღსრულების ჩაშლის მცდელობებს. ამიტომ, ნიკა მელიას გადასაწყვეტია თავისი საკითხი. ჩვენი მხრიდან ნათლად ითქვა, რომ არ იქნება არანაირი ამნისტია, რომელიც ევროპულ კონვენციას შეეწინააღმდეგება. ამნისტიის მიზანია ჩვენი წარსულის გადაფურცვლა. არ შეეხება ისეთ ქმედებას, რაც ჩნდება კონვენციაში. შეეხება იმ ადამიანებს, რაც საჭიროა, რომ წარსულის ეს გვერდი გადავფურცლოთ. ამნისტია დავიწყებას, პატიებას გულისხმობს. ეს არ არის ტექნიკური საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ეს არის პოლიტიკური სამართლებრივი დოკუმენტი პოლარიზაციის შემცირებისა და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები