დავით სერგეენკო: კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ პარლამენტის მუშაობისთვის ცვლილება უმჯობესი იქნებოდა.

მისივე თქმით, კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება.

„არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება. მისი გადაწყვეტილება იყო წამყვანი და არა ის, რომ ვინმე უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. ჩემი აზრით, კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება, ახალგაზრდა კაცია, რომელსაც კარგი განათლება და გამოცდილება აქვს, თუმცა, ამას მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ორი დღის წინ განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები