ვახტანგ მეგრელიშვილი: ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ

“გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის მიერ კახა კუჭავას წარდგენას ეხმაურება.

მეგრელიშვილის თქმით, ის ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

“მე ვერც ნეგატიურად შევაფასებ, ვერც პოზიტიურად, რადგან ჩემთვის უცნობია, რა ლოგიკით მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება. ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. საერთოდ, არანაირი მოტივაცია არ მაქვს, რომ რაიმე ჭორის საფუძველზე ვინმე გავაკრიტიკო ან შევაქო”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები