ალექსი ბატიაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანს მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომავალი კადრების სათანადო მომზადება წარმოადგენს

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვას”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვასა და აღნიშნულ პროცესში მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებას. „2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, შეიქმნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანს მოსამსახურეთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომავალი კადრების სათანადო მომზადება წარმოადგენს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ალექსი ბატიაშვილის განმარტებით, 2020 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება და ინსტრუქტორთა შერჩევა როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების წრეებიდან, ასევე, სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროფესიული რესურსების გამოყენების გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები