სანდრო ბრეგაძე: თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ გააჩერებს “ნამახვანჰესის” მშენებლობას, “ქართული მარში” სრული შემადგენლობით დაიძრება ქუთაისში

“თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ გააჩერებს “ნამახვანჰესის” მშენებლობას, მაშინ “ქართული მარში” სრული შემადგენლობით დაიძრება ქუთაისში”, – ამის შესახებ “ქართული მარშის” წარმომადგენელი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რიონის ხეობა უკანონო მშენებლობისგან გათავისუფლდება.

“თუ ხელისუფლება უახლოეს დღეებში არ გააჩერებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მაშინ “ქართული მარში” სრული შემადგენლობით დაიძრება ჩემს მშობლიურ ქუთაისში – ყველა ნახავს, თუ როგორ გავაჩერებთ ჰესის უკანონო მშენებლობას და გავათავისუფლებთ რიონის ხეობას !!! როგორ ??? ეს უკვე ჩვენი ტაქტიკური საიდუმლოა!!!”, – წერს ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები