“ოსკარის” გამარჯვებულები დასახელდნენ – საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ენტონი ჰოპკინსი გახდა

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების რიგით 93-ე ცერემონია გაიმართა.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო. ეს მსახიობისთვის მესამე ჯილდოა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კი წლევანდელ დაჯილდოებაზე ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი – ენტონი ჰოპკინსი გახდა, ფილმისთვის „მამა“.

პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას არ ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ ნომინანტებს. დაცული იყო დისტანცია და ყველას ჩაუტარდა კოვიდტესტირება.

საუკეთესო ფილმი

Nomadland

საუკეთესო რეჟისორი

ქლოე ჟაო (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი

ენტონი ჰოპკინსი (The Father)

საუკეთესო მსახიობი ქალი

ფრენსის მაკდორმანდი (Nomadland)

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

დენიელ კალუია (Judas and The Black Messiah)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

იუნ იუჰ-ჯუნგი (Minari)

საუკეთესო სცენარი

Promising Young Woman

საუკეთესო ანიმაცია

Soul

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

Drunk (დანია)

საუკეთესო მუსიკა

Soul

საუკეთესო სიმღერა

Judas and The Black Messiah

საუკეთესო კოსტიუმები

Ma Rainey’s Black Bottom

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

My Octopus Teacher

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Colette

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Two Distant Stranger

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

If Anything Happens I Love You

საპატიო “ოსკარი”

ტაილერ პერი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები