გიორგი ვაშაძე: ერთი შეცდომა გვაქვს, რისთვისაც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, ამნისტიის კანონი ჯალათებზე ვერ გავრცელდება

თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის შესახებ კანონი ვერ და არ გავრცელდება”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს ერთადერთ შეცდომად, 20 ივნისის დაზარალებულებთან წინასწარ კომუნიკაციის არ ქონა მიაჩნია და მათ ბოდიშს უხდის.

„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჯალათებზე არ ვრცელდება. ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს, კონვენციით დაცული მუხლებია. იმედი მაქვს, ამ სპეკულაციებს არ გააგრძელებენ პოლიტიკოსები. ღიად ვაცხადებ, ერთადერთი ჩვენ შეცდომად, რასაც მივიჩნევ არის, ეს ერთი შეცდომა გვაქვს და გულწრფელად ამისთვის ვიხდი ბოდიშს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, რომ კარგად აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ამას ნამდვილად ვთვლი ჩვენ შეცდომად. გუშინ, შოთა დიღმელაშვილმა შეგვახსენა და ვეთანხმები მას და „სირცხვილიას“. ამიერიდან მუდმივად გვექნება ეს საკითხი. უბრალოდ ტურბულენციურ გარემოში სამწუხაროდ, ეს თემა ვერ დავაორგანიზეთ. ეს არის ჩვენი შეცდომა და ბოდიში დაზარალებულებს. რაც შემიძლია ვთქვა, რომ თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტიის შესახებ კანონი ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება არც ერთ შემთხვევაში. ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ და დაზარალებულების თანხმობა ეს არის პრაქტიკა ყველა ამნისტიის კანონში და ამაზეც ვიმუშავებთ. მთავარია ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა მივხედოთ, რომ შეთანხმება დროულად შესრულდეს. ის რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, აუცილებლად, ამაზე ვიმუშავებთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები