“რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს”, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
„რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს. არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.