მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის გეგმები და პრიორიტეტები, როგორებიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში, ასევე, განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით – ენერგოეფექტურობისა და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შესაძლოა, განხორციელდეს იმისთვის, რომ შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმები ნარჩენების მდგრადი და ეფექტიანი გადამუშავების პრაქტიკის დანერგვისა და ინდუსტრიაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები