ანრი ოხანაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტით, ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა
“წერტილი რომ დაესვას 19-21 ივნისის ამნისტიაზე სპეკულირებას – შარლ მიშელის დოკუმენტით, ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოხანაშვილის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა შეასრულოს დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება, რათა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ოხანაშვილისვე განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამნისტიის საკითხი ნიკა მელიას გირაოს გადახდაზე არ არის დამოკიდებული.
“ყველა ხელმომწერი პარტია შეუერთდა სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რათა გადაიშალოს 20-21 ივნისის მძიმე ფურცელი და გადაიტვიროს პოლიტიკური სიტუაცია!
შესაბამისად, ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა/არგადახდაზე არ არის დამოკიდებული!
ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ამიტომ, ჩვენ სრულად დავიცავთ ევროპულ შეთანხმებას!”, – წერს ანრი ოხანაშვილი.