ბჟანია: ენგურზე გვაქვს საზღვარი, ხალხი მიდის, ბრუნდება, არის ვაჭრობა, ჩვენ ეს უნდა ვაკონტროლოთ
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ე.წ რესპუბლიკას “საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა არ ექნება”, რადგან თბილისი მათ არ აღიარებს.
ამის შესახებ მან “ტასს”-თან საუბარში თქვა.
კითხვაზე, მარტის დასაწყისში ოპოზიციამ არასანქცირებული აქციები გამართა საქართველოში თქვენი ყოფილი თანაშემწის ჩასვლასთან დაკავშირებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით – იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოს საზღვარი მჭიდროდ უნდა დაიხუროს და არცერთ დონეზე არ უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები, რომ უნდა აიკრძალოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ამ სახელმწიფოსთან?, მან უპასუხა – “ქართულ სახელმწიფოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, როგორც ასეთი, არ გვაქვს. ისინი არ გვაღიარებენ. სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სახელმწიფოს აღიარება და ხდება შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა. აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი გადის მდინარე ენგურის გასწვრივ. ხალხი მიდის, ბრუნდება, არის ვაჭრობა. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ეს ვაჭრობა, მივმართოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ვაჭრობაზე საქართველოსთან. თუ რუსეთი და სომხეთი არიან დაინტერესებულნი ამაში – და, როგორც მე მესმის, ეს ასეა – მაშინ ჩვენც ასევე ვართ დაინტერესებულნი იმით, რომ საქონლის ტრანზიტი აფხაზეთის გავლით მესამე ქვეყნებში მოხდეს. ამ საკითხში რაციონალურად გვსურს, ვიმოქმედოთ”, – თქვა ბჟანიამ.
მისივე თქმით, “თქვენ მიერ დასახელებული თანაშემწე საქართველოში მაშინ ჩავიდა, როდესაც ის ჩემი ასისტენტი უკვე აღარ იყო. ჩემს თანაშემწეებს იქ არაფერი ესაქმებათ”.