“სტეფანეს მონა ვერ გავხდები, უსამართლობას ვერ შევეგუები” – ამბოხებული სასულიერო პირები ეპარქიას ტოვებენ
ტაძრის დახურვის გადაწყვეტილების მიუხედავად, სალხინოს მონასტერი ღიაა და ღვთისმსახურებას ჭყონდიდის მიტროპოლიტის – სტეფანეს მიერ დანიშნული ახალი წინამძღვარი აღავლენს.
სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, დანიელის განცხადებით, ამბოხებულმა სასულიერო პირებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუები. სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა და ქრისტეს მორჩილი”, – აცხადებს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.
ცნობისთვის, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის – მეუფე სტეფანეს მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებმა და მრევლმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.