საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ციხეში ნავალნის შესაძლო გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, თუ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვლება, საფრანგეთი პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკისრებს.

ამის შესახებ Politico წერს.

“საჭირო სანქციებს შემოვიღებთ და პასუხისმგებლობას პუტინსა და რუსეთის მთავრობას დავაკისრებთ. მაგრამ, ვიმედოვნებთ, აქამდე საქმე არ მივა”, – თქვა დიპლომატმა.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ “რუსეთმა და საფრანგეთმა დიალოგი უნდა გააგრძელონ, ის ჩვენი მეზობელია, ძალიან დიდი, მაგრამ ის არსებობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები