კახა ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტს 150 ნერგი საჩუქრად გადასცა
დმანისში მერიის ინიციატივით, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურისა და მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს საჯარო მოხელეებმა, დმანისის მერმა – გიორგმა ტატუაშვილმა. აქციას შეუერთდდა დმანისის მოსახლეობა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით – მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი გამწვანებაც, ახალი ნარგავები ქალაქს სულ სხვა ელფერს შესძენს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის კიდევ უფრი მიმზიდველი გახდება, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.