“საყდრისის კომიტეტი”: თეა წულუკიანმა ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობიდან, ერთ-ერთი ვერსიით, გელათის საკითხის გამო გაათავისუფლა

„საყდრისის კომიტეტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 21 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – ნიკოლოზ ანთიძე.

“აქამდე უცნობია, რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი, თუმცა, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება. ვინაიდან ეს გადაწყვეტილება „საყდრისის კომიტეტისთვის“ ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს – გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად, დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები