გერმანიის სამ ფედერალურ მიწაზე AstraZeneca-ს ვაქცინას ისევ გამოიყენებენ

გერმანიის სამი ფედერალური მიწის: საქსონიის, ბავარიისა და მეკლენბურგის მთავრობები მოსახლეობის კორონავირუსისგან ასაცრელად AstraZeneca-ს ვაქცინას კვლავ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრეპარატის იმუნიზაციას 60 წლამდე პირებს შესთავაზებენ, თუმცა, ინიექციის შეყვანამდე ექიმთან დამატებითი კონსულტაცია იქნება სავალდებულო.

ამის შესახებ Spiegel წერს.

როგორც ბავარიის მინისტრმა, კლაუს გოლეჩეკმა თქვა, “ექიმები კარგად იცნობენ საკუთარ პაციენტებს და ხვდებიან, ვინ შეიძლება, აიცრას და ვინ – არა”.

გერმანიაში 31 მარტიდან AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა რეკომენდებულია მხოლოდ 60 წელს ზემოთ პირებისთვის, რაც უკავშირდება ინიექციის შემდეგ თრომბოზის წარმოქმნის იშვიათ შემთხვევებს, განსაკუთრებით – ქალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები