ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1800-მდე ადამიანია დაკავებული (ფოტო)

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ქვეყნის 96 ქალაქში, სულ მცირე, 1770 ადამიანია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი პორტალი – “ოვდ-ინფო” ავრცელებს.

პორტალი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი დაკავებული პეტერბურგში – 805 დემონსტრანტი; 119 პირი უფაში; ყაზანში 66, ბარნაულში 58.

ასევე, ხდება ცნობილი, რომ დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დაკავების დროს ელექტროშოკერებს იყენებდნენ. ასევე, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ნავალნის შტაბისა და თანამოაზრეების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

საღამოს აქცია-მსვლელობა მოსკოვში ჩატარდა, თუმცა, დედაქალაქში განსაკუთრებული ინციდენტები არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები