იაგო ხვიჩია: მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი, იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი, რაც კი გვქონია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი, იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტით ამ შეთანხმების აღსრულება იწყება.

„მე-10 მოწვევის პარლამენტს აქვს შანსი, იყოს ყველაზე კარგი პარლამენტი, რაც კი გვქონია, იმდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა პარლამენტში იყო შესაძლებელი. სამშაბათს შემოდის კანონპროექტი, რომლითაც ამ შეთანხმების აღსრულება იწყება, ეს კანონპროექტი არის ამნისტიის შესახებ და ა.შ. ჩემი აზრით, ოპოზიცია შედის და იწყებს ამ კანონპროექტზე მუშაობას საკომიტეტოდაც და ისედაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები