გიორგი ვაშაძე: ნიკა მელია გამოვა საპატიმროდან და პარლამენტში შემოვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტშიც შევა და საპარლამენტო საქმიანობასაც გააგრძელებს.

ვაშაძის თქმით, სპეკულაციები მისთვის მიუღებელია.

“სულ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ჩვენი პოზიციითა და გადაწყვეტილებით ნიკა მელია იქნება თავისუფალი, ის გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას, სპეკულაციები მიუღებელია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები