შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია.
“მოგეხსენებათ, რომ სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდსიტუაციის გაუარესება როგორც საქართველოში, ისე – მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას. მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან 5-საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე”, – განაცხადა ღიბრაძემ.