ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა გაიხსნება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, 22-23 აპრილს ღონისძიება გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა იხსნება.

გამოფენის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და წარმატებული პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება, კერძოდ, 22 აპრილს გაიმართება თემატური გამოფენა და პანელური დისკუსია ორგანიზაციებისათვის; 23 აპრილს კი, Zoom-პლატფორმის საშუალებით, გაიმართება ორგანიზაციების წარმატებული მეთოდების პრეზენტაციები, რაშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ – ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ „მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან” (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები