ალეკო ელისაშვილი: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მელია 72 საათში იქნება თავისუფალი, ამნისტიით, დაახლოებით, ერთ თვეში
“მოქალაქეების” ლიდერისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მხრიდან მისთვის გირაოს გადახდაზე.
დეპუტატის თქმით, არსებობს გათავისუფლების სხვა მექანიზმიც, რომელიც ამნისტიით გამოშვებას გულისხმობს, თუმცა, ის შედარებით მეტ დროს მოითხოვს.
“ევროპის კავშირი მზადაა,გირაო გადაიხადოს. ამით არავის ღირსება არ შეილახება. ამაზე ხელის აკვრა ჩემთვის გაუგებარია. ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში,72 საათში, ანუ რამდენიმე დღეში იქნებოდა ის თავისუფალი. ხოლო ამნისტიის კანონი თუ დაინიცირდება, დაახლოებით, ერთ თვეში”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.