თამთა მეგრელიშვილი – ნიკა მელიას: სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ, წესით, შენს პატივსა და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამინისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

“ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ, წესით, შენს პატივსა და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილი მელიას მოუწოდებს, ციხეში დარჩეს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს.

,,ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო.
კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ – რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა, როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო, “ნაცებს” უთხრა. ამიტომ, ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ, წესით, შენს პატივსა და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს.
დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები