ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, პროტესტი სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს მისვლას მოჰყვა.

ადგილზე სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იმყოფებიან, ისინი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

გაყენებული წინამძღვარი, თანამოაზრეებთან ერთად, ითხოვს საეკლესიო კრების ჩატარებასა და იმ ბრალდებების განხილვას, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს, პეტრე ცაავას წაუყენა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიაში შესვლა სცადა, თუმცა, მას ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და ადგილზე მყოფ სხვა სასულიერო პირებს შორის, ურთიერთბრალდებების ფონზე, რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისას მეუფე სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი დანიელი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და შუღლის შეტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები