მერკელი: სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, სირიასა და ლიბიაში ვითარება ძალიან საგანგაშოა
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბელორუსში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმში, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთსა და სხვა ტერიტორიებზე ძალიან საგანგაშოა.
ამის შესახებ კანცლერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
“თუ ევროპის გარესაზღვრებს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ დღეს მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა არ არის ჩვეულებრივი რამ. ბელორუსში შექმნილი ვითარება, უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში, დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, მთიან ყარაბაღში, ასევე, სირიასა და ლიბიაში საგანგაშოზე მეტია”, – თქვა ანგელა მერკელმა.
მისი თქმით, ყველა ამ რეგიონში შეინიშნება ის, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები, ასევე, მედიის თავისუფლება წნეხის ქვეშ არის.
”თუ ამის გაკეთების საშუალებას მივცემთ და თვალს ავარიდებთ, მივიღებთ იმას, რომ ევროპული პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, – თქვა მან.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დებულებები ხორციელდება “ზოგჯერ ნელა” ან საერთოდ არ ხორციელდება.