შარლ მიშელი: ნდობა არის ის, რაც მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად გჭირდებათ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება.
როგორც მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავარი ინსტიტუტების გასაძლიერებლად საჭიროა ნდობა.
„დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ, რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ მიზანზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაძლიერებას საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. მივესალმები იმ იდეას რომელიც უკავშირდება საქართველოსა, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერების შეკრებას, რათა განიხილონ ზემოაღნიშნული შეთანხმება. საქართველოსთვის, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია სხვადასხვა ინსტიტუტის გაძლიერება. დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ლეგიტიმურობის გაძლიერების მიზნით, ნდობა გახლავთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ რათა გააძლიეროთ მთავარი ინსტიტუტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.