ალეკო ელისაშვილი – სააკაშვილზე: აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ რევოლუციებისა და არეულობების დრო დამთავრდა

“მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, “ნაცმოძრაობამ” ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა, რომ რევოლუციებისა და არეულობების დრო დამთავრდა.

“ჭკუა მეკეტება საქართველოზე, მეც – ლევან იოსელიანსაც და ვინც ჩვენ პარტიაში “მოქალაქეებში” ვართ, ყველას. ზუსტად ვიცოდით, რომ აბსოლუტურად სწორ რამეს ვაკეთებდით შეთანხმების გადარჩენით, მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნებითა და პარლამენტში შესვლით. საქართველოსა და ხალხისთვის საჭირო რამეს ვაკეთებდით. გული მიჩუყდება, როცა მახსენდება, იმ საშინელი რამდენიმე თვის მანძილზე როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით, რომ უნდა გაგვეძლო – გაგვეძლო ვინაიდან ასე სჭირდებოდა საქართველოს! უნდა გაგვეძლო და ბოლოს ყველა ჩვენ აზრზე დადგებოდა, ვინც საშინლად გვლანძღავდა ისინიც. ჰოდა, ეს ხდება ზუსტად. აი, ეს რევოლუციაზე მეოცნებე კაციც მიხვდა რომ რევოლუციების და არეულობების დრო დამთავრდა. საქართველოს მომავალზე შეთანხმების დროა. ჰოდა, ჩემ უმტკიცეს თანაგუნდელებს და თანამოაზრეებს ვეუბნები მადლობას, გულითად მადლობას ყველას. დიახ, ჩვენ და საქართველომ გავიმარჯვეთ! პოლიტიკა უნდა იყოს და იქნება ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა. ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ, საქართველოს მომავალზე მოფიქრალი, ჯიუტი და თავზეხელაღებული ხალხი! მადლობა, მოქალაქეებო – გაუმარჯოს საქართველოს!!!”, – წერს ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები