ხატია დეკანოიძე: ვეთანხმები სააკაშვილს, ნიკა მელიას უპირობო გამოსვლის შემდეგ პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, “ნაცმოძრაობამ” ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს.

დეკანოიძე სააკაშვილის პოზიციას იზიარებს.

“სრულიად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის ძალიან სწორ პოზიციას:

ნიკა მელიას უპირობო (!!!) გამოსვლის შემდეგ, პარტია უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. მანამდე, რაც გუშინ ვთქვი, ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მორალური შეცდომა და პოლიტიკური დევნის დაკანონება.

მელია უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის არჩევნებზე და გავმართოთ მართლაც დიდი რეფერენდუმი ქვეყნისთვის”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები