იაგო ხვიჩია: არ უნდა დავიწყოთ შეთანხმების დოკუმენტში ისეთი რაღაცების ძიება, რაც ნაგულისხმევი არ არის
“რაც წერია, ის უნდა შევასრულოთ პუნქტებად და არ უნდა დავიწყოთ მასში ისეთი რაღაცების ძიება, რაც ნაგულისხმევი არ არის”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეთანხმებული და ცხადი საკითხები სხვადასხვანაირად ესმის.
“რაც წერია, ის უნდა შევასრულოთ პუნქტებად და არ უნდა დავიწყოთ მასში ისეთი რაღაცების ძიება, რაც ნაგულისხმევი არ არის. ხშირად მოსვლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ შეთანხმებულ და ცხად საკითხებზე, სხვადასხვანაირად ესმით და არ ასრულებენ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს პროცესები ბოლოსკენ მიდის”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.