სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

„მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. კეთილი ნების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. განხორციელებაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება. მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ, რათა ამ შეთანხმებამ მიზანს მიაღწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები