დღეს საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

მიშელის განმარტებით, საქართველოში ის შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, რომლებმაც უნდა გაამყაროს კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
„მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ საქართველოში ჩამოვალ ხვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს, გამოვხატო ნდობა და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – მიმართა შარლ მიშელმა იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მედიაციით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები