ლიეტუვის საგარეო მინისტრი: მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც პოლიტიკური ჩიხი უნდა დაასრულოს

იმედისმომცემი ახალი ამბავი საქართველოდან: მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც პოლიტიკური ჩიხი უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„იმედი მაქვს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ სრულყოფილად განახორციელებს მას. მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ყველა მხარის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის.

ყველაზე დიდი გამარჯვებული ქართველი ხალხია!“ – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები