გიგა ბოკერია – სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით
“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტპატიმრებით ვაჭრობის შემოთავაზებას უწოდებს.
“პირდაპირ ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით. მე რაც მინდა, პოლიტიკურად თუ ვერ მივიღე, ამ ადამიანს ციხეში დავტოვებ. ეს არის სწორედ პრობლემა, რისი გადაწყვეტაც არის ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს”, – ამბობს გიგა ბოკერია.