დმანისში საინფორმაციო ტური მოეწყო (ფოტო)

მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, მსურველებმა მოინახულეს კულტურული ძეგლები: შავსაყდრების ეკლესიები, რევაზაშენის სამონასტრო კომპლექსი, მამულოს პანტიანი.

მერიის ცნობით, ტურში მონაწილეებმა გაიარეს თერმოსკრინინგი,
უზრუნველყოფილნი იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადეებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები