გიგა ბოკერია: “ევროპული საქართველოს” ამოცანა იქნება ახალი მხარდამჭერების მოზიდვა
“მე არ მაქვს რწმენა არანაირი, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, რამე შანსი გვაქვს კრიზისიდან გამოსვლის”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მთავარი ამოცანა ახალი მხარდამჭერების მოზიდვა იქნება.
“მე არ მაქვს რწმენა არანაირი, რომ სანამ ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, რამე შანსი გვაქვს კრიზისიდან გამოსვლის, ამიტომ, აუცილებელია საპროტესტო მოძრაობა და აუცილებელია მუშაობა. “ევროპული საქართველოს” ამოცანა იქნება საკუთარი ახალი მხარდამჭერების მოზიდვა, ამომრჩეველთან ურთიერთობა ჩვენი პოზიციის ასახსნელად და მერე ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ჩამოსაყალიბებლად და იქამდე საპროტესტო მოძრაობაა საჭირო და 15 მაისის აქციაც, ყველა ლეგიტიმური, მწვავე, მაგრამ მშვიდობიანი აქცია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.