რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა, რაც საპასუხო ზომა გახდა, რადგან პრაღამ პერსონა ნონ გრატად 18 რუსი დიპლომატი გამოაცხადა.

ჩეხმა დიპლომატებმა მოსკოვში მდებარე საელჩო დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა, რუდოლფ ინდრიკმა განუცხადა, დიპლომატების გაძევების შემდეგ, ჩეხეთის საელჩოში მხოლოდ დიპლომატიური მისიის 5 წარმომადგენელი დარჩება.

მისი თქმით, მოსკოვს დატოვებს საელჩოს “პოლიტიკური ნაწილი დატოვებს”.

როგორც 17 აპრილს ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა,  ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ბრბეტიციში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთის სპეცსამსახურები არიან, რის გამოც ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატი გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები