ვახტანგ მეგრელიშვილი: იმედი მაქვს მოლაპარაკებები ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები
“იმედი მაქვს მოლაპარაკებები ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები”,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ძალიან მაინტერესებს, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დატოვა დანიელსონმა. ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ გაკეთებული განცხადებები სხვა განცდას მიჩენს. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ მაინც გვქონდა გამოცხადებული. ხვალ მივდიოდით პარლამენტში და იმედი მაქვს, დღეს ეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში”,- განაცხადა მეგრელიშვილმა.